ინფორმაცია, რომელიც დაგჭირდებათ

როდესაც თქვენ დაინიშნებით ამა თუ იმ მატჩზე, თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული ინფორმაციის მოპოვება მატჩის ორგანიზატორისგან. ეს ჩამონათვალი შეგიქმნით წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რა კითხვები შეგიძლიათ დასვათ ამ ეტაპზე.

  1. დეტალური ინფორმაცია სტადიონზე? მატჩის დაწყების დრო?
  2. მოედანი ბუნებრივსაფარიანია თუ ხელოვნურსაფარიანია?
  3. თუ მოედანი ხელოვნურსაფარიანია, აქვს თუ არა მას გავლილი მსოფლიო რაგბის 22-ე დებულებით გათვალისწინებული სერტიფიცირება?
  4. რა არის სათამაშო ზომები (მ.შ. სიგრძე, სიგანე, ჩათვლის მოედნის ზომები და უსაფრთხოების პერიმეტრები)
  5. როგორ მდგომარეობაშია მოედნის საფარი? არის თუ არა რაიმე პრობლემები?
  6. არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობები რაიმე პრობლემას შეუქმნის მოედნის საფარს მატჩის წინ?
  7. ვინაა მთავარი საკონტაქტო პირი მასპინძელი რაგბის კავშირში/მოედანზე (თუ განსხვავდება მატჩის ორგანიზატორისგან)?
  8. როგორი განრიგი აქვთ გუნდებს (მ.შ. ჩამოსვლა, გამგზავრება კაპიტნის ვარჯიშების დროები, ლოკაციები)?
  9. გუნდების მენეჯერების საკონტაქტო მონაცემები?
  10. როდის ტარდება მენეჯერთს კრება (თუ ტარდება)?
  11. არსებობს თუ არა მატჩის ძირითადი სტაფის (მაგ. მსაჯები, საიტინგის კომისარი, იურიდიული ოფიცერი, ანტიდოპინგის ოფიცერი) სია?