კაპიტნის ვარჯიში

როგორც ზემოთ ითქვა, კაპიტნის ვარჯიში არის ვარჯიში, რომელსაც ატარებს არა მწვრთნელი, არამედ კაპიტანი. ის ტარდება წინასწარ განსაზღვრულ დროს, როგორც წესი - მატჩამდე ერთი დღით ადრე.

ყოველი გუნდის კაპიტნის ვარჯიშისთვის გამოყოფილია 1 საათი, საიდანაც მათ დაახლოებით 50 წუთი უნდა გაატარონ მოედანზე.

სათამაშო მოედნის დაცვა

ვინაიდან კაპიტნის ვარჯიშებსა და თამაშს შორის მოედნის მომვლელ პერსონალს სამუშაოდ ძალიან ცოტა დრო რჩება, აუცილებელია სათამაშო მოედნის დაცვა

შესაბამისად, კაპიტნის ვარჯიშის დროს არაა ნებადართული შერკინება და დერეფანი. მორაგბეებს (იმ 4 მოთამაშის გარდა, ვისაც ფეხით თამაში მოუწევს) არ უნდა ეცვათ ბუცები.

ცუდი ამინდის შემთხვევაში, თუ მოედანი შეიძლება იმდენად დაზიანდეს, რომ მატჩის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება კაპიტნის ვარჯიშების გაუქმების შესახებ მატჩის დრისთვის მოედნის შენახვის მიზნით. ეს არის თქვენი როგორც მატჩის კომისრის მოვალეობების ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ მოახდინოთ გუნდების ინფორმირება რაც შეიძლება სწრაფად.

კაპიტნის ვარჯიშის გაუქმება გუნდის ინიციატივით

კაპიტნის ვარჯიში სავალდებულო არაა და შეიძლება ჩანაცვლდეს ჩვეულებრივი ვარჯიშით გუნდის სავარჯიშო მოედანზე. თუ გუნდი გადაწყვეტს არ ჩაატაროს კაპიტნის ვარჯიში, გუნდის მენეჯერი ვალდებულია 24 საათით ადრე ოფიციალურად დაასახელოს ალტერნატიული ვარჯიშის დრო.

ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა გამონახოთ დრო გუნდის მენეჯერთან მატჩის დღის დეტალებზე სასაუბროდ და გაუგზავნოტ მას ყველა საჭირო დოკუმენტაცია მეილზე, თუკი ფიზიკურად არ შეხვდებით

პრივატულობა და ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომობა

თქვენ პირადად უნდა იზრუნოთ, რომ არავინ, სტადიონის თანამშრომლების/მატჩის ორგანიზატორების გარდა არ დაესწროს კაპიტნის ვარჯიშს. ეს კეთდება გუნდის ვარჯიშის პრივატულობის უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთის გარდა, ტელეკამერები უნდა იყოს გათიშული, თუ შესაძლებელია - გადაფარებული და მოედნის საპირისპირო მხარეს მიტრიალებული.

როგორც წესი, ტურნირის მონაწილეობის პირობების თანახმად, თითოეული გუნდი უფლებას აძლევს აკრედიტებულ მედიას დაესწროს დღეში ერთ ვარჯიშს. თუ გუნდი გადაწყვეტს, რომ ვარჯიში დახურულია, მაშინ აკრედიტებული მედია უნდა დაიშვას კაპიტნის ვარჯიშზე 10 წუთით ვიზუალური მასალის მოგროვების მიზნით. 10-წუთიანი ფანჯრის დრო უნდა ეცნობოს ტურნირის მედია-მენეჯერს 24 საათით ადრე.

კაპიტნის ვარჯიშის ბრიფინგი

კაპიტნის ვარჯიშის დროს, გუნდის ერთი წარმომადგენელი ვალდებულია შეგხვდეთ თქვენ და მატჩის მენეჯერს (და/ან მის წარმომადგენელს) მატჩთან დაკავშირებული ბრიფინგისთვის

კაპიტნის ვარჯიშის ბრიფინგის ჩატარების დრო და ადგილი წინასწარ განისაზღვრება მატჩის მენეჯერის მიერ, რომელიც გაუზიარებს ინფორმაციას მატჩის კომისარს და გუნდის ლიეიზონ-ოფიცერს.

კაპიტნის ვარჯიშის ბრიფინგის დღის წესრიგი დამოკიდებულია მატჩის სპეციფიკაზე, მაგრამ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი დაახლოებით შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე, თუ რა უნდა იქნას განხილული ამ ბრიფინგის ფარგლებში.

  • კაპიტნის ვარჯიშის გამართვის წესი - გუნდი უნდა ჩაეტიოს 1-საათიან მონაკვეთში (რაც ასევე გულისხმობს მოსვლას და წასვლას)
  • თუ სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშის დროს რაიმე აქტივობა მიმდინარეობს, თქვენ უნდა აცნობოთ გუნდების მენეჯერებს ამის შესახებ
  • დაადასტურეთ ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ფანჯრები (ეს უკვე უნდა გადაგემოწმებინათ და დაგედასტურებინათ წინა დღით)
  • გადახედეთ მატჩის სცენარს
  • დარწმუნდით, რომ გუნდებმა გადააგზავნეს სამატჩო განაცხადები ტურნირის ორგანიზატორთან (მატჩამდე სულ მცირე 24 საათით ადრე)
  • მაისურების ნომრები და ფერები დადასტურებულია და ამიერიდან აღარ უნდა შეიცვალოს
  • გასახდეწყლების განაწილება
  • ყინულის, წყლის და იზოტონიური სასმელების მიწოდება
  • ტრანსლაცია და ვიდეოგადაღება
  • პერსონალის და შეცვლების ადგილები
  • თამაშისწინა მოთელვის არეები
  • ჰიმნების პროტოკოლი და გუნდების განლაგება
  • აპირებს თუ არა გუნდი კულტურული რიტუალის შესრულებას; დადებითი პასუხის შემთხვევაში - რიტუალის სავარაუდო ხანგრძლივობა
  • ტექნიკური ზონების განაწილება და პროტოკოლი
  • თავის ტრავმების შეფასება (HIA), პროტოკოლი და პასუხისმგებლობები
  • ვიდეომსაჯის პროტოკოლი
  • მოთელვა თამაშის წინ - ჩათვლის მოედანში ბურთების ან აღჭურვილობის შეტანა დაუშვებელია
  • გუნდის მენეჯმენტის რომელი წევრი მუშაობს მე-4 და მე-5 მსაჯთან შეცვლებზე
  • მატჩის შემდგომი კვება
  • კრიზისების მართვის პროცესი
  • მატჩის შემდეგ მატჩის ვიდეოჩანაწერების განაწილება

მეტოქე გუნდი

კაპიტნის ვარჯიშზე მეტოქე გუნდის დასწრება დაუშვებელია.‎

შესაბამისად, მეორე გუნდს არ აქვს სტადიონზე წვდომა მანამ, სანამ პირველი გუნდის ვარჯიში არ დასრულდება და ის სტადიონიდან არ გავა

ანალოგიიურად, პირველი გუნდი ვალდებულია მეორე გუნდის კაპიტნის ვარჯიშის დაწყებამდე დაცალოს სტადიონი.

სწორედ ამის გათვალისწინებით, კაპიტნის ვარჯიში გრძელდება არა სრულ 1 საათს, არამედ 50 წუთს, რათა მეტოქე გუნდი არ დაესწროს ვარჯიშის არცერთ ნაწილს