კულტურული რიტუალები

თუ ორივე კაპიტნის ვარჯიშის ბრიფინგის შედეგად აღმოჩნდება, რომ ორივე გუნდი აპირებს კულტურული რიტუალის შესრულებას, საჭიროა წილისყრა მოედანზე პოზიციის განსაზღვრის მიზნით.

თუ კულტურულ რიტუალს ასრულებს მხოლოდ ერთი გუნდი, ამ გუნდის არცერთ მოთამაშეს არა აქვს უფლება გადაკვეთოს გუნდისთვის გამოყოფილი მოედნის ნახევრის 10-მეტრიანი ხაზი, ხოლო მეტოქე გუნდის არცერთ წევრს არა აქვს უფლება გადმოკვეთოს ცენტრალური ხაზი. მეტოქე გუნდი არაა ვალდებული დადგეს კულტურული რიტუალის შემსრულებლების პირისპირ.

იმ შემთხვევაში, თუ კულტურულ რიტუალს ასრულებს ორივე გუნდი, ერთერთ გუნდს ეკრძალება ცენტრალური ხაზის გადმოკვეთა, ხოლო მეორეს - 10-მეტრიანი ზოლის გადმოკვეთა; რათა გუნდები სულ მცირე 10 მეტრით იყვნენ ერთმანეთს დაშორებული

თითოეული გუნდის პოზიციას განსაზღვრავს წილისყრა. წილისყრის მოგებული მოიპოვებს უფლებას იმოძრავოს ცენტრალურ ხაზამდე, ხოლო მისი მეტოქე ვალდებული იქნება არ გადოვეთოს 10-მეტრიანი ხაზი

კულტურული რიტუალების დროს, გუნდები უნდა განლაგდნენ მოედნის იმ ნახევრებზე, რომლებზეც ისინი იქნებიან მატჩის დაწყების დროს

მადაგასკარი ასრულებს ჰაკას 2015 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩზე ნამიბიის წინააღმდეგ