სტადიონის ინსპექტირება

სტადიონის ინსპექტირება უნდა მოხდეს პირველი კაპიტნის ვარჯიშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე

გზამკვლევი ნიშნები

მატჩის კომისარი უნდა დარწმუნდეს, რომ სტადიონზე არსებობს სათანადო გზამკვლევი ნიშნები

მოედანი და კარის ძელები

მატჩის კომისარი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ სათამაშო მოედნის ხაზები სრულიად შეესაბამება თამაშის წესებს, და რომ სანიშნე ალმები (და კარის ძელის შალითები) უკვე დაყენებულია კაპიტნის ვარჯიშების დაწყებისთვის და ადგილზეა თამაშის დღეს

მოედნის ხაზების ჩამოტვირთვა (ამოსაბეჭდი PDF ფაილი)‎

ტექნიკური ზონა

სტადიონის ინსპექტირების დროს, ძალიან დეტალურად უნდა

ტექნიკური ზონის პროტოკოლი ძალიან სპეციფიურია, და მსოფლიო რაგბმა შექმნა სპეციალური სასწავლო რესურსი, რომელიც მატჩის კომისრის სასწავლო კურსის ნაწილს წარმოადგენს

ტექნიკური ზონების განაწილება

A გუნდის ზონა გვირაბის გამოსასვლელიდან მარცხნივ მდებარეობს

B გუნდის ზონა გვირაბის გამოსასვლელიდან მარჯვნივ მდებარეობს

ეს წესი ეხება ტექნიკურ ზონებს, მწვრთნელის ლოჟებს, გასახდელებს, მოთელვისთვის განკუთვნილ სივრცეს, გუნდების განლაგებას ჰიმნებზე, დროშების აწევას და გუნდების პოზიციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა თემას

გაყიდვიდან ამოღებული ადგილები

მატჩისთვის გამზადებულ ტრიბუნაზე ყველა დარეზერვებული სკამი მკაფიოდ უნდა იყოს მარკირებული კაპიტნის ვარჯიშების დაწყებამდე

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ჯგუფი, ვისთვისაც შეიძლება დაგჭირდეთ ტრიბუნაზე ადგილების გამყოფა. შეიძლება თქვენს მატჩს ყოველა არ შეესაბამებოდეს, ვინაიდან ჯგუფებად დაყოფა დამოკიდებულია ტურნირზე ან მატჩზე

მოედნის მხარეები

  • A გუნდი: შეცვლების სკამი და 1 შეცვლებზე პასუხისმგებელი
  • B გუნდი: შეცვლების სკამი და 1 შეცვლებზე პასუხისმგებელი
  • შეცვლების მხედველობის არეში - 4 ადგილი ანტიდოპინგის გამყოლებისთვის
  • მატჩის ექიმის ადგილი
  • მედ.მუშაკების ადგილი
  • მატჩის მდივნის და დროის მსაჯის ადგილი
  • მე-4 და მე-5 მსაჯების ადგილი
  • სინ-ბინი

გამოყოფილი ადგილი ტრიბუნაზე

  • A გუნდი - მოთამაშეები, რომლებიც განაცხადში ვერ მოხვდნენ და მინიმუმ 5 სტაფის წევრი
  • B გუნდი - მოთამაშეები, რომლებიც განაცხადში ვერ მოხვდნენ და მინიმუმ 5 სტაფის წევრი
  • გუნდები, რომლებმაც იმავე დღეს წინა თამაშები ითამაშეს
  • მსაჯები, რომლებმაც იმავე დღეს წინა თამაშები იმსაჯეს
  • VIP-ზონა

ამაღლებული ადგილი, მოედნის შეუზღუდავი ხედი

  • A გუნდი - მწვრთნელების ლოჟა
  • B გუნდი - მწვრთნელების ლოჟა
  • საიტინგის კომისრის ადგილი
  • მსაჯთა დამკვირვებლის ადგილი
  • ანალიტიკოსის ადგილი (იქვე მიყვანილი უნდა იყოს სატელევიზიო სიგნალი)
  • კომენტატორების ადგილი
  • კამერების ადგილები
  • მედია-ტრიბუნა
  • გუნდების კამერები
  • ვიდეომსაჯი

სტადიონის სპეციფიკიდან გამომდინარე დარეზერვებული ადგილი

  • სტადიონის გამომცხადებელი
  • დიჯეი
  • ანიმატორი
  • მატჩის წინა / მატჩის შემდგომი ცერემონიების მონაწილე პერსონალი
  • დაცვის და პოლიციის თანამშრომლები
  • სტადიონის საოპერაციო ცენტრი
  • გუნდებისთვის დაჯავშნილი ფასიანი ბილეთები; შეძლებისდაგვარად - გუნდებისთვის გამოყოფილი ადგილების გვერდით

სამედიცინო ოთახი

დარწმუნდით, რომ სამედიცინო ოთახი გამზადებულია, დასუფთავებულია და მკაფიოდაა მარკირებული

დოპინგ-კონტროლის ოთახი

სტადიონზე უნდა იყოს დოპინგ-კონტროლის ოთახი, სადაც დოპინგ-კონტროლის ოფიცერს უნდა შეეძლოს მოთამაშის შეყვანა შარდის ან ტესტის ანალიზის გასაკეთებლად. ოთახი უნდა იყოს მხოლოდ ამ მიზნისთვის განკუთვნილი, სუფთა, მოწესრიგებული და მკაფიოდ მარკირებული

მსაჯების ოთახი

მსაჯების ოთახი უნდა იყოს მხოლოდ ამ მიზნისთვის განკუთვნილი, სუფთა, მოწესრიგებული და მკაფიოდ მარკირებული