სათამაშო მოედანი

გადაამოწმეთ მოედნის მხაზველებთან (შესაძლოა, სტადიონის მენეჯერის ან მატჩის მენეჯერის დახმარებით) მოედნის დახაზვის და ხაზების გასწორების განრიგი

ეს აქტივობები არ უნდა დაემთხვეს რომელიმე კაპიტნის ვარჯიშს; ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ დარწმუნდებით, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმე მოგვარებულია

სათამაშო არის ზომები

თუ თქვენ ემზადებით საერთაშორისო მატჩისთვის, შეამოწმეთ, რომ მოედნის მოხაზვა აკმაყოფილებს საერთაშორისო მატჩებისთვის დაშვებულ მინიმალურ ზომებს:

  • ლელოს ხაზიდან ლელოს ხაზამდე - 94 მეტრი
  • აუტის ხაზიდან აუტის ხაზამდე - 68 მეტრი
  • ჩათვლის მოედნის სიგრძე - 6 მეტრი

იმ შემთხვევაში, თუ პერიმეტრის სიგანე 5 მეტრზე ნაკლებია, თქვენ უნდა შეაფასოთ რისკები შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • რამდენად მძიმეა რისკი? (ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს პერიმეტრის სიგანეზე)
  • გვერდითი კედლები მყარადაა აშენებული თუ იშლება?
  • თუ კედლები მყარია, შესაძლებელია თუ არა მათი შეფუთვა?
  • პერიმეტრზე თხრილი ხომ არ არის?
  • თუ ჩათვლის მოედნის უკანა ხაზი კედელთან ახლოსაა და ჩათვლის მოედნის სიგრძე 6 მეტრზე მეტია, შესაძლებელია თუ არა ჩათვლის მოედნის დაპატარავება?