სამატჩო შემადგენლობების დასახელება

ტურნირების უმეტესობაში სამატჩო შემადგენლობის დასახელება სავალდებულოა მატჩამდე სულ მცირე 48 საათით ადრე; ამდენად, ეს ინფორმაცია თქვენთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მატჩამდე ორი დღით ადრე

როგორც წესი, სამატჩო შემადგენლობის დასახელებაში იგულისხმება გუნდის მენეჯერის მიერ ტურნირის მედია-ოფიცრისთვის სამატჩო განაცხადის გადაცემა

თქვენ უნდა მოიპოვოთ ეს დოკუმენტი და გააკეთოთ რამდენიმე ასლი, ვინაიდან მატჩის წინა დღეს ეს განაცხადი რამდენიმე ადამიანს უნდა გადასცეთ

მოთამაშეების, მ.შ. შეცვლების ნუმერაცია სამატჩო განაცხადში უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო რაგბის მორაგბეთა ნუმერაციის წესებს (ძირითადი შემადგენლობა: 1-15; შეცვლები - 16-22; ამასთანავე, პატარა რიცხვებით აღინიშნება პირველი ხაზის პოზიციები, ხოლო დიდი რიცხვებით - გარემარბები და ფულბეკი).

სამატჩო განაცხადის შაბლონის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ.

სამატჩო განაცხადის შაბლონის ჩამოტვირთვა