მატჩისწინა კრება და სტადიონის ინსპექტირება

მატჩისწინა კრება იმართება სტადიონზე მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე. ეს კრება უმნიშვნელოვანესია მატჩის ორგანიზებისთვის. აი უნდა შეიკრიბოს მატჩის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; კრებას უძღვებით თქვენ, მატჩის კომისარი

თქვენ ვალდებულნი ხართ დარწმუნდეთ, რომ მატჩის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი ინფორმირებულია კრების დროისა და ლოკაციის შესახებ, და რომ მათთვის ხელმისაწვდომია ყველა ძირითადი დოკუმენტის ასლი, მათ შორის:

  • კრების დღის წესრიგი
  • მატჩის სცენარი
  • საოპერაციო სცენარი
  • მატჩის საორგანიზაციო ჩეკლისტი
  • გუნდების სამატჩო განაცხადები

კრება არ უნდა გაგრძელდეს 30 წუთზე მეტ ხანს

მომდევნო გვერდებზე მოყვანილია მატჩისწინა კრების დღის წესრიგის ნიმუში. თქვენ შეგეძლებათ მისი ჩამოტვირთვა, რათა მომავალში გამოიყენოთ

მატჩისწინა კრების დღის წესრიგი

დამსწრეები:

  • მატჩის კომისარი
  • მატჩის კომისრის ასისტენტ(ებ)ი
  • სტადიონის მენეჯერი
  • სტადიონის უსაფრთხოების მენეჯერი
  • მატჩის პრეს-ოფიცერი
  • ბურთის მიმტანების მენეჯერი
  • მატჩის ექიმი
  • სტადიონის გამომცხადებელი / DJ
  • სატელევიზიო პროდაქშენის მენეჯერი / ასისტენტი

‎1. მისალმება და გაცნობა

  • დარწმუნდით, რომ მატჩს ყველა ესწრება
  • დაასინქრონეთ დრო დამსწრეებთან

‎2. როგორ მუშაობს სისტემა

მატჩის კომისარმა უნდა ისაუბროს შემდეგზე:
  • გადაწყვეტილებების მიღების პროცესი
  • მატჩის სცენარის დეტალები
  • მატჩის სცენარიდან გადახვევის შემთხვევაში (მაგ. მატჩის დასაშვებზე მეტად გაგრძელება) განსახორციელებელი პროცედურები
  • კრიზისული სიტუაციების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი

‎3. უსაფრთხოება/ჯანმრთელობა

სტადიონის უსაფრთხოების წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს მოხსენება:
  • მატჩის წინ სტადიონის ინსპექტირებაზე
  • დაცვის ძირითადი თანამშრომლების რაოდენობაზე და დისლოკაციაზე
  • საევაკუაციო პროტოკოლზე, ორგანიზატორებთან და მაყურებლებთან კომუნიკაციაზე და საკვანძო პერსონალთან შემდგომ კრებაზე
  • კრებაზე დამსწრეებმა უნდა განსაზღვრონ ვინ დაიშვება სტადიონის სხვადასხვა ზონაში

‎4. სამედიცინო საკითხები

მატჩის ექიმმა უნდა ისაუბროს შემდეგზე:
  • გუნდებისთვის და მაყურებლებისთვის სამედიცინო ინფრასტრუქტურა, მ.შ.:
  • ე.წ. მორიგე სამედიცინო პერსონალის იდენტიფიკაცია
  • სამედიცინო ოთახის ლოკაცია
  • სტადიონზე სამედიცინო პერსონალის მისვლის დრო
  • სამედიცინო პროცედურა მოთამაშის ან მაყურებლის გადაუდებელი დახმარების საჭიროების ან სტადიონზე არსებული რაიმე საფრთხის შემთხვევაში
  • თავის ტრავმების ამოცნობის პროტოკოლი: მინდვრის მსაჯის, მე-4 და მე-5 მსაჯების, მატჩის ექიმის და გუნდების ექიმების როლები

‎5.კეიტერინგი და დასუფთავება

სტადიონის მენეჯერმა უნდა ისაუბროს შემდეგზე:
  • გუნდებისთვის განკუთვნილი წყლის, ყინულის და სპორტული სასმელების გასახდელებში შეტანა
  • ტექნიკური ზონების, შეცვლების სკამების და გასახდელების (შხაპების და ა.შ.) დასუფთავება მატჩებს შორის (თუ ერთ დღეს ერთზე მეტი მატჩი ტარდება)
  • მატჩის შემდგომი კვების ლოკაცია

‎6. ტრანსლაცია და მედია

ცოცხალ ეთერში ტრანსლაციის შემთხვევაში, ტელევიზიის წარმომადგენელმა უნდა ისაუბროს შემდეგზე:
  • ეთერში შესვლის დრო
  • კამერების პოზიციები
  • მატჩისწინა და მატჩის შემდგომი ინტერვიუები
  • გუნდების მოსვლამდე გასახდელების გადაღება
  • ფარული კამერის 10 წამით ჩართვა გუნდების გამოსვლამდე 5-8 წუთით ადრე
  • დაადასტურეთ, ჩაირთვება თუ არა ფარული კამერა მეორე ტაიმზე გუნდების გამოსვლამდე
მატჩის პრეს-ოფიცერმა უნდა ისაუბროს შემდეგზე:
  • მატჩზე აკრედიტებულ ჟურნალისტთა რაოდენობა
  • არალიცენზირებული ტელევიზიების დასწრება და უფლებები
  • მედია-ცენტრის სეტაპი და ხელმისაწვდომი აღჭურვილობა (კომპიუტერი, ფაქსი, ქსეროქსი, დენის წყაროები, კალმები, ქაღალდი და ა.შ.)
მატჩის კომისარმა უნდა დაადასტუროს:
  • ვინაა უფლებამოსილი გააკეთოს საჯარო კომენტარი
  • როგორ უნდა გაკეთდეს საჯარო კომენტარი კრიზისული შემთხვევების დროს

‎7. ბურთის მიმტანები

ბურთის მიმტანების მენეჯერმა უნდა დაადასტუროს:
  • მატჩის კომისრისგან სათამაშო ბურთების მიღება
  • ბურთის მიმტანების რაოდენობა
  • გავლილი აქვთ თუ არა ბურთის მიმტანებს სათანადო ტრენინგი, აქვთ თუ არა საჭირო ეკიპირება, მ.შ. პირსახოცები
  • როგორ ხდება ბურთების შეგროვება ტაიმებს შორის შესვენების დროს და კომისრისთვის/ასისტენტისთვის მათი დაბრუნება მატჩის შემდეგ

‎8. გამომცხადებელი, მუსიკალური გაფორმება და პროტოკოლი

სტადიონის გამომცხადებელმა, დიჯეიმ და მატჩის კომისარმა უნდა დაადასტურონ
  • საკომუნიკაციო სისტემის მონაწილეები
  • მატჩის სცენარი და გაიდლაინები
  • მატჩისწინა პროტოკოლი
  • ტაბლოზე გამოსატანი ინფორმაცია და დრო

‎9. მსაჯები

მატჩის კომისარმა უნდა დაადასტუროს
  • მსაჯი თითოეულ თამაშზე
  • წილისყრის გადაღება
  • მატჩებზე ვიდეომსაჯის დანიშნვა და პროტოკოლის დატესტვა

‎10. გუნდები

მატჩის კომისარმა უნდა დაადასტუროს:
  • პროცედურა მატჩის გვიან დასრულების შმთხვევაში
  • დამატებითი დრო და შუთაუტი ფლეიოფში
  • კულტურული რიტუალები - ერთერთი ან ორივე გუნდი

‎11. საბოლოო შემოწმება

მატჩის კომისარმა უნდა დაადასტუროს:
  • გადაწყვეტილებების მიღების პროცესი
  • პერსონალის აკრედიტაცია
  • პერსონალის საკონტაქტო დეტალები
  • პროცედურა მატჩის გვიან დასრულების შმთხვევაში

‎12. სხვა საკითხები


მატჩისწინა კრების დღის წესრიგის შაბლონის ჩამოტვირთვა

სტადიონის ინსპექტირება

როგორც კი დაასრულებთ მატჩისწინა კრებას, განახორციელეთ სტადიონის საბოლოო ინსპექტირება სტადიონის მენეჯერთან და მატჩის პრეს-ოფიცერთან ერთად

თანმიმდევრობა გუშინდელი საინსპექციო ვიზიტის მსგავსია, მაგრამ ემატება რამდენიმე ნიუანსი, რომლის შემოწმებაც შეგიძლიათ მხოლოდ თამაშის დღეს, მაგალითად:

  • გზამკვლევი ნიშნები
  • ტაბლო
  • გასახდელების, ყინულის აბაზანების, სამასაჟე მაგიდების განაწილება
  • მსაჯების ოთახი
  • სამედიცინო ოთახი
  • სასწრაფოს პოზიცია
  • დოპინგ-კონტროლის ოთახი
  • მოსაცმელები
  • დროშის ტარები
  • ეროვნული ჰიმნები
  • მედია-ოთახი
  • ტელეკამერების პოზიციები
  • გაყიდვიდან ამოღებული ადგილები ტრიბუნებზე, შეთანხმებული სიის მიხედვით
  • გახმოვანების სისტემა