მსაჯების კრება

როგორც წესი, მსაჯები სტადიონზე მოდიან მატჩის დაწყებამდე 90 წუთით ადრე, ასე რომ მზად იყავით დახვდეთ მათ და შეათანხმოთ მათთან შემდეგი დეტალები:

  • შეათანხმეთ მსაჯთან, როგორ ანიშნებთ მატჩის დაწყებას
  • დარწმუნდით, რომ მსაჯებს გადაეცათ ბურთები და რომ წნევა შემოწმებულია
  • აჩვენეთ მსაჯებს სად გაიმართება წილისყრა
  • დაუდასტურეთ მსაჯებს, მოხდება თუ არა წილისყრის გადაღება და, შესაბამისად, მოუწევს თუ არა მსაჯს ამ დროისთვის სათამაშო ეკიპირების ჩაცმა
  • დაადასტურეთ თავის ტრავმების ამოცნობის პროტოოლი (მატჩისწინა კრებაზე მატჩის ექიმის მიერ გაკეთებული მოხსენების შესაბამისად)