ფუნქცია-მოვალეობები

თქვენ, როგორც მატჩის კომისარს, მოგიწევთ ურთიერთობა უამრავ სხვა ადამიანთან, რომელიც ჩართულია მატჩის ორგანიზებაში. პირველ რიგში გადავხედოთ სხვადასხვა პოზიციებს და მათ პოპულარულ აბრევიატურებს

აბრევიატურაპოზიცია
ADCანტი-დოპინგის კომისარი
AOსააპელაციო ოფიცერი
CCსაიტინგის კომისარი
CPVMსტადიონის კომერციული პროგრამის მენეჯერი
DCOდოპინგ-კონტროლის ოფიცერი
DDOსადისციპლინო ოფიცერი
JOიურიდიული ოფიცერი
LOლიეიზონ-ოფიცერი
MDDმატჩის ექიმი
MMმატჩის მენეჯერი
MOsმსაჯები
MPOმატჩის მედია-ოფიცერი
RNSსარაგბო საინფორმაციო სამსახური
TCტურნირის კომისია
TCCტურნირის საკოორდინაციო კომიტეტი
TMგუნდის მენეჯერი
TMOვიდეომსაჯი
VMსტადიონის მენეჯერი
VBMსტადიონის სატელევიზიო მენეჯერი

მთავარი სამსახურეობრივი ურთიერთობები

თქვენ, როგორც მატჩის კომისარი, იმუშავებთ უამრავ სხვა ადამიანთან ერთად. მაგალითად,

გუნდის მენეჯერი (TM)

თითოეულ მონაწილე გუნდს ჰყავს მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია გუნდის ქცევაზე და მონაწილეობის პირობების დაცვაზე. სწორედ გუნდის მენეჯერს უნდა დაუკავშირდეთ მატჩთან მიმართებაში გუნდთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

ლიეიზონ-ოფიცერი (LO)

ლიეიზონ ოფიცერს (LO) ზოგჯერ უწოდებენ გუნდის ატაშეს. მას ევალება:

  • გუნდის თანხლება ტურნირის (მატჩ(ებ)ის, აქტივობების და ღონისძიებების) დროს, გუნდის ჩამოსვლიდან გამგზავრების მომენტამდე
  • გუნდთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის კოორდინირება და საჭიროებისამებრ გავრცელება
  • ტურნირის ორგანიზატორებისგან წამოსული ყველა საჭირო ინფორმაციის გუნდამდე მიტანა
  • გუნდის დახმარება და სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება

ლიეიზონ-ოფიცერი ღებულობს იგივე აკრედიტაციას, რაც გუნდი, რაც მას ანიჭებს უფლებას გუნდთან ერთად შევიდეს სტადიონის ყველა საჭირო ზონაში, გუნდის სასტუმროში და სავარჯიშო მოედნებზე. ის უნდა დარჩეს გუნდთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში - იცხოვროს გუნდის სასტუმროში) მთელი ტურნირის მანძილზე

მატჩის მენეჯერი (MM)

მატჩის მენეჯერი საორგანიზაციო კომიტეტის ის წარმომადგენელია, რომელიც უძღვება მატჩის დაგეგმვას და ჩატარებას. მატჩის კომისრისთვის, ის არის მთავარი საკონტაქტო პირი ყველა საოპერაციო საკითხთან დაკავშირებით

მატჩის მენეჯერის ძირითად მოვალეობებში შედის სტადიონის პერსონალის, მომწოდებლების, ფუნქციური ზონების მენეჯერების და ძირითადი კომერციული პარტნიორების კოორდინაცია მატჩების დაგეგმვა-ჩატარების პროცესში

მსაჯები (MOs)

როგორც მინიმუმი, თქვენს მატჩზე დანიშნულია მთავარი მსაჯი და ორი ასისტენტი მსაჯი. დამატებით, ტურნირის და/ან მატჩის დონიდან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს შემდეგი მსაჯების დანიშნვა:

  • ვიდეომსაჯი (TMO)
  • მეოთხე მსაჯი
  • მეხუთე მსაჯი
  • მეექვსე მსაჯი

მათი ურთიერთობა მატჩის კომისართან ძირითადად მოიცავს გუნდის მიერ ტექნიკური ზონის პროტოკოლის დაცვას, ასთამაშო მოედანთან და ეკიპირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როდესაც ორივე გუნდი მოედანზეა

გუნდების ეკიპირების დაწესებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენს მატჩის კომისრის მოვალეობას, ხოლო გუნდების მიერ თამაშის წესების დაცვა (მაგ. ფეხების დასტრაპვა, სამკლაურები და ა.შ.) კონტროლდება მსაჯების მიერ

კომისარი ასევე ვალდებულია მოელაპარაკოს მსაჯებს შესაძლო დაყოვნებებზე, თამაშის გადადებაზე და გაუქმებაზე, ასევე, გადამწყვეტი მატჩების შემთხვევაში, დამატებითი ტაიმების და შუთაუტების დანიშნვაზე

მატჩის მედია-ოფიცერი (MPO)

მატჩის მედია-ოფიცერი პასუხისმგებელია სტადიონზე მედიის მუშაობაზე. მატჩის კომისართან მისი ძირითადი გადაკვეთის წერტილია მოედანზე მედიისთვის განკუთვნილ ადგილებთან დაკავშირებული საკითხები და გუნდების მიერ მატჩის სცენარით გათვალისწინებული მედია-აქტივობების შესრულება

როგორც წესი, მატჩის კომისარს არ ევალება ჟურნალისტებისთვის საჯარო კომენტარების გაკეთება. ეს კეთდება მატჩის მედია-ოფიცრის მეშვეობით

ანტიდოპინგის კომისარი (ADC)

ანტიდოპინგის კომისარი არის მთავარი ოფიციალური პირი, რომელსაც ევალება ტურნირის ანტიდოპინგური პროგრამის განხორციელება თითოეულ მატჩზე. მან შეიძლება მოითხოვოს მატჩის კომისრის დახმარება იმ შემთხვევაში, თუ წარმოექმნება პრობლემები გუნდების მენეჯერებთან ან გურსსნდების წევრებთან

სტადიონის მენეჯერი (VM)

სტადიონის მენეჯერი პასუხისმგებელია სტადიონის გამართულად მუშაობისთვის საჭირო ყველანაირ ლოგისტიკაზე.

სტადიონის სატელევიზიო მენეჯერი (VBM)

თუ მატჩი, რომელზეც თქვენ ხართ მივლინებული, ტელევიზიით გადაიცემა, მაშინ სტადიონზე იმუშავებს სატელევიზიო მენეჯერი. ის არ ექვემდებარება მატჩის კომისარს, თუმცა მათ შეიძლება მოუწიოთ წამოჭრილი პრობლემების ერთობლივად მოგვარება.

მატჩის ექიმი (MDD)

მატჩის ექიმის მოვალეობებში შედის:

  • თამაშის დროს სამედიცინო მომსახურების კოორდინაცია
  • გუნდის ექიმის დახმარება ტრავმების შემთხვევაში (მოთხოვნის საფუძველზე)
  • სისხლდენის შემთხვევაში - დროებით შეცვლაზე (მაქს. 15 წუთი) გადაწყვეტილების მიღება - დებულება 15.2.1 (გ)
  • მოთამაშის თავის ტრავმის შეფასების (HIA) მოთხოვნა, თუკი თავის ტრავმის შეფასების პროტოკოლში მითითებული კრიტერიუმები სახეზეა
  • თავის ტრავმის შეფასების პროტოკოლში მითითებული ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოთამაშის მოედნიდან დაბრუნების უფლების გარეშე გაყვანაზე გადაწყვეტილების მიღება
  • თავის ტრავმებზე დაკვირვება. პრაქტიკულად, თავის ტრავმების ამოცნობის პროტოკოლს ახორციელებს გუნდის ექიმი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გუნდის ექიმი გადასცემს ამ პასუხისმგებლობას მატჩის ექიმს
  • თავის ტრავმების ამოცნობის პროტოკოლის განხორციელება, თუ გუნდის ექიმი გადასცემს ამ პასუხისმგებლობას მატჩის ექიმს. მატჩის ექიმი უძღვება თავის ტრავმების ამოცნობის პროტოკოლს და იღებს გადაწყვეტილებებს მოთამაშის მოედანზე დაბრუნებასთან დაკავშირებით
  • თუ თავის ტრავმის ამოცნობის პროტოკოლის განხორციელების შემდეგ მოთამაშის მოედანზე დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მატჩის ექიმი, მან ეს საკითხი უნდა განიხილოს გუნდის ექიმთან. თუ საკითხი სადაოდ რჩება, მატჩის ექიმი უფლებამოსილია მოითხოვოს თავის ტრავმის თავის ტრავმის ამოცნობის პროტოკოლის გამეორება მორაგბის მოედანზე დაბრუნებამდე ან დაბრუნების შემდეგ
  • გამოიყვანეთ მოთამაშე მოედნიდან, თუ არსებობს 15.2.1 (d) დებულებით გათვალისწინებული პირობები - თუ მატჩის ექიმი თვლის, რომ მოთამაშემ აღარ უნდა გააგრძელოს თამაში ტრავმის გამო (იქნება ეს სისხლდენა თუ სხვა ტრავმა), ამ მოთამაშეს აღარ უნდა მიეცეს თამაშის გაგრძელების უფლება. მატჩის ექიმის მოსაზრება ეცნობება მოთამაშის გუნდის უფლებამოსილ წარმომადგენელს და სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა შემცვლელი მოთამაშის შემოყვანა
  • დარწმუნდით, რომ გუნდების ექიმებმა მატჩის შემდეგ, იგივე დღეს ჩაუტარეს მოედნიდან დროებით ან საბოლოოდ გამოყვანილ მოთამაშეებს HIA2
  • დარწმუნდით, რომ გუნდების ექიმებმა იციან, რომ HIA-ს სრული ანგარიშები (მ.შ. მატჩის დღეს ჩატარებული მატჩის შემდგომი HIA2) ყოველკვირეულად უნდა გაეგზავნოს მსოფლიო რაგბის ტურნირის კოორდინატორებს
  • განსაკუთრებით დიდი სიცხის შემთხვევაში, შეამოწმეთ, საჭიროა თუ არა მსოფლიო რაგბის სიცხის პროტოკოლის განხორციელება