დისციპლინარული გადაცდომები

ქვემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში, მატჩის კომისარს შეიძლება მოუწიოს გუნდის წევრის გაფრთხილება, რომ შესაძლოა დაიწეროს სადისციპლინო რეპორტი:

  • გუნდის წევრი შეურაცხმყოფელად ექცევა ტურნირის ორგანიზატორებს
  • გუნდი/გუნდის წევრი არღვევს ტურნირში მონაწილეობის პირობებს, მაგალითად:
    • გუნდი უარს ამბობს გასახდელიდან გამოსვლაზე მატჩის სცენარში მითითებულ დროს
    • გუნდი კაპიტნის ვარჯიშის შემდეგ ცვლის თამაშის დღეს სტადიონზე მისვლის დროს
    • ტექნიკური ზონის პროტოკოლის მრავალჯერადი დარღვევები
    • მოთელვის წესის მრავალჯერადი დარღვევა
    • გუნდს ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს ბროვკაზე და ზედმეტი ხალხი უარს ამბობს მოედნიდან გასვლაზე
    • მონაწილეობის პირობებით გათვალისწინებული მედია-წესების (მატჩის წინა ან მატჩის შემდგომი აქტივობები) მრავალჯერადი დარღვევა
    • გუნდი არ გამოცხადდა კაპიტნის ვარჯიშზე ან კაპიტნის ვარჯიშის ბრიფინგზე ისე, რომ ამის შესახებ არ გააფრთხილა მატჩის კომისარი
    • გუნდი უარს ამბობს მატჩზე შეთანხმებული ეკიპირების ჩაცმაზე