როგორია ბინძურ თამაშზე რეაგირების პროცესი?

წითელი ბარათი და საითინგი

მსოფლიო რაგბის რეგულაციების მიხედვით, წითელი ბარათის და საითიგის შემთხვევების განხილვის პროცესი, თითქმის ერთმანეთის მსგავსია. მოთამაშე ესწრება სადისციპლინო განხილვას ფიზიკურად ან დისტანციურად (ვიდეო ჩართვა). პროცესი სხვადასხვა პიროვნებისთვის შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური დასწრების, ასევე ვიდეო ჩართვის სახით.

როგორც წესი, სადისციპლინო განხილვის პროცესის დროს:

  1. სადისციპლინო ოფიცერი ადასტურებს, მოთამაშისთვის ყველა შესაბამისი დოკუმენტის (წითელი ბარათის ოქმი, საითინგი, ვიდეომასალა, სამედიცინო ოქმი, თვითმხილველის განცხადება და ა.შ) საქმის განხილვამდე მიწოდების ფაქტს.
  2. სადისციპლინო ოფიცერი ეკითხება მოთამაშეს, ეთანხმება თუ არა იგი, მასზე გაცემულ წითელ ბარათს ან დაწერილ საითინგს.
  3. თუ მოთამაშე ეთანხმება წითელ ბარათს ან საითინგს, სადისციპლინო განხილვა გადადის პირდაპირ სანქცირების ეტაპზე. (აღსანიშნავია რომ, „ადრეული აღიარება“ მოთამაშის სანქციის შემცირების საფუძველია).
  4. თუ მოთამაშე არ ეთანხმება წითელ ბარათს ან საითინგს, იგი აცხადებს თუ რატომ არ ეთანხმება (მოთამაშის არგუმენტები თუ რატომ არ ეთანხმება წითელ ბარათს ან საითინგს, როგორც წესი, არის იმის მტკიცება რომ, უხეში თამაშის მიუხედავად, მისი ქმედება არ იმსახურებდა წითელ ბარათს, ან რომ ეს იყო შემთხვევითი და არა უხეში თამაში; ასევე შეიძლება იყოს ის, რომ დარღვევა არ არის მის მიერ ჩადენილი და წითელი ბარათი გაცემულია არასწორი იდენტიფიცირების შედეგად, და ა.შ.). ამის შემდეგ, სადისციპლინო მოსმენა გადადის ქმედების განხილვაზე (მაგ., იყო თუ არა ეს უხეში თამაში და იმსახურებდა თუ არა წითელ ბარათს?). მტკიცებულების განხილვისა და მოთამაშის და დარღვევის თვითმხილველების გამოკითხვის შემდეგ, სადისციპლინო ოფიცერი/კომისია, როგორც წესი, დროებით წყვეტს პროცედურას, რათა დამსწრეების გარეშე განაგრძობს განხილვა, გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ გადაწყვეტილება ის არის, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ თამაშს და ქმედება წითელ ბარათს იმსახურებდა, პროცესი სანქცირების ეტაპზე გადადის (იხილეთ ქვემოთ). თუ გადაწყვეტილება ის არის, რომ ადგილი არ ჰქონია უხეშ თამაშს და ქმედება წითელ ბარათს არ იმსახურებდა, განხილვის პროცესი წყდება და მოთამაშე დაუყოვნებლივ თავისუფლდება შეზღუდვებისგან.

სადისციპლინო განხილვის მოკლე სახელმძღვანელო თანდართულია როგორც დანართი 2.

ყვითელი ბარათების/საითინგ კომისრის გაფრთხილებების აკუმულირება.

სხვა გარემოება, როდესაც საქმე განსახილველად ეგზავნება სადისციპლინო კომისიას/ოფიცერს არის:

  1. ორი ყვითელი ბარათის შედეგად გაცემული წითელი ბარათი;
  2. საითინგ კომისრის ორი გაფრთხილება ან საითინგ კომისრის ერთი გაფრთხილება და ყვითელი ბარათი, ერთი და იგივე თამაშში; ან
  3. 3 (სამი) ყვითელი ბარათის/საითინგ კომისრის გაფრთხილების ნებისმიერი კომბინაცია ტურნირის განმავლობაში. 5 (ხუთი) ყვითელის ბარათის/საითინგ კომისრის გაფრთხილების ნებისმიერი კომბინაცია, შვიდკაცა ტურნირის დროს.

მატჩზე პასუხისმგებელმა კავშირმა ან ტურნირის ორგანიზატორმა, მოთამაშეებს უნდა გადაუგზავნოს ყვითელი ბარათების/საითინგ კომისრის გაფრთხილებების ოქმები იმისთვის რომ, მათ გააჩნდეთ შესაძლებლობა გაასაჩივრონ რომელიმე ან ყველა ოქმი. გასაჩივრების შემთხვევაში, სადისციპლინო კომისია/ოფიცერი განიხილავს ასეთ საჩივარში მოყვანილ მტკიცებულებებს და თუ დაადგენს, რომ ერთი ან მეტი ყვითელი ბარათი/საითინგ კომისრის გაფრთხილება გაცემულია არასწორად, სადისციპლინო განხილვის პროცესი წყდება და მოთამაშე თავისუფალია შეზღუდვებისგან. გასაჩივრების არ არსებობის შემთხვევაში ან თუ სადისციპლინო კომისია/ოფიცერი მიიჩნევს, რომ ყვითელი ბარათები/საითინგ კომისრის გაფრთხილებები გაცემულია მართებულად, სადისციპლინო პროცესი გადადის სანქცირების ეტაპზე (იხილეთ ქვემოთ).

სადისციპლინო განხილვები იმართება დახურული ფორმატით (არ არის ღია მედიისთვის) და უნდა მიმდინარეობდეს სხდომის მინიმუმ აუდიოჩაწერა (გადაწყვეტილების აპელაციის შემთხვევისთვის).