უსაფრთხო დაბრუნება რაგბის დაწესებულება/ობიექტების გამოყენებისთვის, ვარჯიშსა და თამაშში

PST ზომებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ოჯახურ ცხოვრებაზე, საყიდლებსა და კაფეში სიარულზე. ანალოგიურად, ის თუ როგორი წვდომა გექნებათ კლუბის ობიექტებთან, როგორი იქნება ვარჯიშში დაბრუნება და ბოლოს, თამაშში დაბრუნება, ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც მიჩვეული ხართ. ამ განყოფილებაში მოცემულია რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ქცევები, როცა იმყოფებით კლუბის ვარჯიშზე (სავარჯიშო დარბაზის ჩათვლით), სამედიცინო, სარეაბილიტაციო და შეხვედრების ადგილებში (გუნდის დაწესებულება/ობიექტებში) PST შეზღუდვების გათვალისწინებით.

ინფიცირებულმა პირმა შეიძლება დააბინძუროს ნებისმიერი ზედაპირი უშუალო კონტაქტით ან წვეთების გავრცელების მეშვეობით. რისკის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ზომების გათვალისწინებით. ეს ზომები რეკომენდებულია თქვენი კლუბისთვის და თქვენთვის:

  • რეგულარულად გამოიყენეთ ხელების სადეზინფექციო საშუალება
    • სავარჯიშო და სათამაშო ობიექტებზე სადეზინფექციო საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესასვლელთან/გასასვლელთან და ყველა ოთახში.
    • შინ ასევე უნდა დაიმუშაოთ ან დაიბანოთ ხელები საპნით 20 წამის განმავლობაში, როდესაც შედიხართ და გამოდიხართ თქვენი სახლიდან.
  • მოერიდეთ ისეთ ხშირ კონტაქტიან ზედაპირებთან შეხებას, როგორებიცაა კარის სახელურები, საზოგადო კომპიუტერის კლავიშები და ა.შ.

მოერიდეთ საერთო გამოყენების ადგილებით სარგებლობას, როგორებიცაა გამოსაცვლელი ოთახები, საშხაპეები და საერთო სასადილო ადგილები – ხშირ შემთხვევაში, ეს დაწესებულება/ობიექტები დაიხურება. ვარჯიშში დაბრუნების ადრეულ ეტაპზე, როდესაც მოქმედებს PST ზომები, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად თავი აარიდოთ საზოგადოებრივი დაწესებულება/ობიექტების გამოყენებას.

ეს დოკუმენტი შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს, რომლის თანახმად, დაწესებულება/ობიექტის დასუფთავება უნდა მოხდეს ყოველდღე, მისი გამოყენების შემდეგ. კლუბებს შეიძლება არ ჰქონდეთ ისეთი მდგომარეობა, რომ ასეთი დასუფთავება ყოველდღიურად ჩაატარონ, რაც გულისხმობს, რომ კლუბების ობიექტები ხელმისაწვდომი არ იქნება, სანამ დასუფთავება არ განხორციელდება.

თქვენი ქმედებები სიტყვებზე ბევრად უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს და გავლენას მოახდენს თქვენს, თქვენი ოჯახის, კოლეგების და მეგობრების ჯანმრთელობაზე. მწვრთნელებს ექნებათ იმის ცდუნება, რომ მალე გადავიდნენ მოქმედებაზე და გასცდნენ ნებადართული ზომების ფარგლებს. შემდეგი ნაწილი უნდა წაიკითხოს და გაიგოს ყველამ, ვინც გეგმავს და მართავს რაგბის შეხვედრებს PST ღონისძიებების თანახმად.