საშეჯიბრო მატჩებისთვის მზადება

როდესაც სამთავრობო PST ღონისძიებები იმდენად შემსუბუქდება, რომ შესაძლო გახდება სრული კონტაქტური ვარჯიში, უკვე უნდა იყოს დასრულებული როგორც ფიზმომზადების, ისე გუნდური ვარჯიშების სპეციფიკური პერიოდი, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოთამაშეები საკმარისად მომზადებულები არიან საშეჯიბრო მატჩებში მონაწილეობის მისაღებად.

  1. ეს მოხდება ინდივიდუალური კლუბების შეხედულებისამებრ, მაგრამ შეთანხმება კავშირს, კლუბებს, შეჯიბრებებს, სამწვრთნელო და ფიზმომზადების პერსონალს, მოთამაშეებსა და მოთამაშეთა წარმომადგენელ ორგანოებს შორის ძალიან არის რეკომენდებული.
  2. PST ღონისძიების განხორციელების ხანგრძლივობა, თავის მხრივ, პირდაპირ გავლენას ახდენს ამ პერიოდის ბუნებასა და ხანგრძლივობაზე. ვარჯიშის პერიოდი სავარაუდოდ იქნება სეზონის რეგულარული მოსამზადებელი პერიოდის სახეშეცვლილი ვერსია.
  3. ნორმალურ პირობებში სეზონისთვის მოსამზადებელი წინასწარი პერიოდი „გასახურებელი“ თამაშებით მთავრდება.
  4. სავარაუდოდ, ეს მოითხოვს PST ღონისძიებების დამატებით შემსუბუქებას – კერძოდ, დაშვებულ საზოგადოებრივი თავშეყრის გაფართოებას 250 ადამიანამდე, ნებადართულ არააუცილებელ მგზავრობას ქალაქებსა და ქვეყნებს შორის.
  5. ჩვეულებრივ, ესენი იქნებიან ერთმანეთში მოთამაშე ადგილობრივი გუნდები, არამოთამაშე და მატჩის დღის პერსონალის რაოდენობის მკაცრი შეზღუდვებით.