ფიზ.მომზადების შესავალი–ბავშვები(წინასაკურსო 1 დონე)

ეს კურსი შემქნილია იმისათვის, რომ ბავშვთა ასაკობრივ კატეგორიებში მომუშავე მწვრთნელებს მისცეს ფიზიკური მომზადების პროცესის საბაზო ცოდნა და პრაქტიკული უნარების საფუძველი.

ამ ყოველივემ მწვრთნელს შესაძლებლობა უნდა მისცეს, რომ ბავშვი მოთამაშეები ფიზიკურად განავითაროს და ასაკობრივ ზრდასთან ერთად ისინი თამაშის იმ მოთხოვნებისთვის რომლებიც მათ ახლა თუ მომავალში მოელით უკეთ მოამზადოს.

ამ კურსში შესულია 6 კითხვარი მრვალ ვარიანტიანი პასუხებით(კმვპ). ეს მვპკ შედგება 6 კითხვისაგან რომელიც კავშირშია იმ მასალასთან, რომელიც თითოეული მოდულშია განხილული. ყოველ მოდულს ბოლოში მვპკ აქვს დართული. ისინი განკუთვნილია იმისთვის, რომ მკითხველს დაეხმაროს მიღებული ცოდნის შეფასებაში. ყველა კითხვაზე პასუხის შემდეგ, მკითხველი მიიღებს უკუკავშირს განვლილი მოდულის შინაარსის ცოდნის შესახებ. 

წარმატეტები და ისიამოვნე გამოწვევებით.

კურსი 5 მოდულისაგან შედგება:

  • ათლეტის გრძელვადიანი განვითარება
  • ბავშვის სკრინინგი
  • რაგბისთვის ფუნქციონალური მოძრაობების განვითარება
  • გახურება, მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნება და მოქნილობა
  • ბავშვების ფიზიკური მომზადება

ამ კურსში შეტანილი მოდულების მიზანია, მსმენელებს მიაწოდოს ცოდნა იმ გამოწვევბთან მიმართებაში, რომლებიც ბავშვთა წვრთნისას არსებობს და მისცეს მათ წვრთნის საუკეთსო მაგალითები. ათლეტის გრძელვადიანი განვითრების მოდული განიხილავს იმ საბაზო თეორიას, რომელიც ეხება მოთამაშეთა წვრთნისა და განვითარების პროცესის კავშირს მათი ზრდისა და მომწიფების პროცესთან. ბავშვის სკრინინგის მოდული მოგვცემს მარტივ, 5 ვარჯიშიან, მოძრაობის სისტემას, რომელიც ბავშვის უნარების შესაფასებლად და წვრთნის შესაძლო მიმართულებების დასადგენად შეიძლება გამოვიყენოთ. შემდგომი მოდული შეეხება ფუნდამენტური მოძრაობის ნიმუშების განვითარებას ბავშვ მოთამაშეებში. ეს საშუელებას მოგვცემს, რომ სამომავლო საფუძველი ჩავუყაროთ ყველა ფუნდამენტურ და ატლეტურ მოძრაობის უნარს. გახურების, მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნებისა და მოქნილობის მოდული გამოიკველვს საუკეთსო მეთოდებს ამ მიმართულებით და იმას თუ ბავშვების წვრთნის დროს როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ ეს ნაწილები. და ბოლოს ბავშვის ფიზიკური მომზადება შეეხება ბავშვის ფიზიოლოგიურ გამოწვევებს ვარჯიშის დროს და იმას თუ როგორ განვავითაროთ თამაშის ზოგეირთი მთავარი ფიზიკური კომპონენტი, ისეთი როგორიცაა: სისწრაფე, გამძლეობა და სისხარტე.