დაცვითი მანიშნებლები

დაცვაში მყოფმა მოთამაშეებმა უნდა შეძლონ რეაგირება იმ დაცვით მანიშნებლებზე, რომლებიც გვხვდება დაცვით ბრეიქდაუნში. მიზეზ - შედეგობრივად, მწვრთნელებმა უმჯობესია შექმნან და გაუძღვნენ ისეთ სავარჯიშოებს, რომლებიც წაახალისებს უწყვეტ გადაწყვეტილების მიღებას ბრექიდაუნისას ბრძოლაში

ქვემოთ მოყვანილია მაგლითები იმ მრავალი მანიშნებლებიდან, რომლებზეც საჭირო იქნება ბოჭვის დასრულების შემდეგ რეაგირება:

დომინანტი ბოჭვა გაკეთდა?

  • დიახ - მბოჭავი უნდა გადაგორდეს, დაბრუნდეს ფეხზე და იბრძოლოს ბურთისათვის/ეცადოს კონტრ რაქის თამაშს.
  • დიახ - შიდა ან გარეთა დამხმარე მოთამაშე ერთვება ბურთიანი მოთამაშის მიწოლით უკან წაყვანაში. ამ სიტუაციაში, მბოჭავის ბოჭვის სიმაღლიდან გამომდინარე, დამხმარე მოთამაშემ უნდა გადაწყვიტოს:
    • დაუმიზნოს თუ არა ბურთს, ბურთიანი მოთამაშისაგან ბურთის ამოღლეტვის მიზნით
    • თუ ბურთიანი მოთამაშე მიწაზე აღმოჩნდება და მბოჭავი ორთაბრძოლიდან გადაგორდება, ითამაშოს ღლეტვაზე ან გავლენა იქონიოს ბურთის პრეზენტაციაზე
    • გაიმარჯვოს მოწინააღმდეგესთან კონტრ რაქში, კარგი ტექნიკის, სხეულის სიმაღლის და ფეხების მუშაობის ხარჯზე
  • დიახ - მაგრამ ბურთიანი მოთამაშის მიმყოლი მოთამაშეები ან აგვიანებენ ან არაზუსტად თამაშობენ - გადაწყვეტილებაა მისაღები ან ბურთის ღლეტვაზე ითამაშოს ან კონტრ - რაქზე.

არის თუ არა ბოჭვა პასიური?

  • დიახ - მბოჭავი დაუყოვნებლივ გორდება აღმოსავლეთ/დასავლეთით და უბრუნდება დაცვის ხაზს - უნდა ეცადოს არ დაამწყვდევინოს თავი შეტევის ბრეიქდაუნის მხარეს
  • დიახ - შიდა დამხმარე მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს ჩაჭიდების შესაძლებლობა ან დაუბრუნდეს თავისი გუნდის დაცვის სისტემას, რამდენადაც ბურთზე ბრძოლის შესაძლებლობა ამოიწურა.
  • დიახ - გააკეთოს შესაბამისი რეაგირება დარჩენილი სივცრეების შესავსებათ ბრეიქდაუნში და მის გარშემო შეტევის შემდეგი ფაზის შესაჩერებლად (მაგ. შეაჩეროს აიღე და მიეძალე)

დაცვით მანიშნებელზე რეაქცია შესაძლოა გვიკარნახოს დაცვაში მყოფი გუნდის დაცვის სისტემამ.