მიმყოლი მოთამაშეების ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები

ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები

1. კომუნიკაცია

მცველებს შორის ზუსტი კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია, იქნება ეს დაცვითი სისტემის ნაწილი თუ არა. ეს საშუალებას აძლევს მოთამაშეებს მოემზადონ ბოჭვის სიტუაცცისთვის ან დაცვითი ბრეიქდაუნის თანმიმდევრობისათვის, სწორ პოზიციაში ყოფნით და გარშემო გუნდელების შემოკრებით, რომ მათ მისი დახმარება სწორად შეძლონ.

2. პოზიციის სწრაფად აღება

მიწიდან წამოდგომის და გუნდის დაცვით სისტემაში პოზიციაზე სწრაფად დაბურნების უნარი.

3. გადაბმული დარჩენა / ხაზის მთლიანობა

დაცვითი სისტემის მონაწილე მოთამაშეებმა უნდა უზრუნველყონ ერთ ხაზად გასწორება, მოწინააღმდეგის პირისპირ გასწორება, და ერთმანეთს შორის შესაბამისი დისტანციის შერჩევა. კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, რამდენადაც წინმყოფი შეტევითი წყობა შესაძლოა შეიცვალოს.

4. ხაზის აწევის სისწრაფე (გამომდინარეობს მოქმედებაში დაცვის სისტემიდან)

გუნდის ტაქტიკიდან გამომდინარე, (მაგ. პრესი, ჩარეკვა, რკალი) მოთამაშეებს მოეთხოვებათ შესაბამისი სისწრაფით გადაადგილება და დაცვითი ხაზის წყობის შენარჩუნება. თუ მოთამაშეები არ ინარჩუნებენ წყობას, მაშინ გაჩნდება ხვრელები, რომლებიც შექმნიან სტიმულს და შედეგობრივ შესაძლებლობებს შემტევი გუნდისათვის.

5. მზადება და კონტაქტი - იხ. ბოჭვისადმი მზაობა

ბოჭვის მიმდინარეობისას დევნიდან მზადებაზე და კონტაქტზე გადასვლის უნარი, და კონტაქტის წერტილში შეტაკებაში გამარჯვება შეტევის წინსვლის შეჩერების მიზნით.

იხილეთ ბოჭვისადმი მზაობა

6. გადაწყვეტილების მიღება, რეაგირება და ბოჭვის სიტუაციაზე მორგება

ბოჭვის შედეგიდან გამომდინარე, საკვანძო გადაწყვეტილების მიღება მბოჭავს და მიმყოლ მოთამაშეებს მართებთ:

  • იბრძოლონ ან დატოვონ ბრეიქდაუნი
  • დარჩნენ დაცვითი ბრექიდაუნის თანმიმდევრობაში და:
    • მოიპარონ ბურთი და განახორციელონ კონტრ შეტევა
    • მოიპოვონ ჯარიმა
    • შეაყოვნონ მოწინააღმდეგის შეტევა
    • მოიზიდონ შეტევით ბრეიქდაუნში მეტი მოთამაშეები
    • გამოვიდნენ და მოეწყონ/მოემზადონ შემდეგი ფაზისათვის.