მეორე მიმყოლი მოთამაშე

მეორე მიმყოლი მოთამაშე

მეორე მიმყოლ მოთამაშეს რამოდენიმე გადაწყვეტილების მიღება უწევს, რაც დამოკიდებულია ბრეიქდაუნის განვითარებაზე და მისი შედეგი გამომდინარეობს ბურთიანი მოთამაშის და პირველი მიმყოლი მოთამაშის ქმედებიდან. გადაწყვეტილების მიღებაზე შესაძლოა გუნდის ტაქტიკამაც იქონიოს გავლენა. მოთამაშეები შესაძლებელია ჩაებან ბრეიდაუნის ფორმირებაში როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთდროულად.

მეორე მიმყოლი მოთამაშის პრიორიტეტებია პირველი მიმყოლი მოთამაშის დახმარება და ბურთიანი მოთამაშის დაცვა. მეორე მიმყოლი მოთამაშის არჩევნას შეადგენს:

  1. მიიღოს ამოდგებული ბურთი ბურთიანი მოთამაშისგან, რომელიც მიწაზეა, იმ შემთხვევაში თუ პირველი მიმყოლი მოთამაშე გაწმენდს დაცვით საფრთხეს ან მოიგებს სივრცეს ბურთიანი მოთამაშის ზემოთ
  2. აიღოს მიწიდან ბურთი (მას შემდეგ, რაც ბურთიანი მოთამაშე ბურთის პრეზენტაციას გააკეთებს, ხოლო პირველი მიმყოლი მოთამაშე კი გაწმენდს საფრთხეს ან მოიგებს სივრცეს ბურთიანი მოთამაშის ზემოთ) და გადაწყვიტოს გადააწოდოს იგი სხვას, თუ ბურთიანად წინ წავიდეს
  3. პირველი მიმყოლი მოთამაშის ქმედებიდან გამომდინარე, გაწმინდოს დაცვითი საფრთხე ან დაიცვას ბურთიანი მოთამაშე მიწაზე, პირველ მიმყოლ მოთამაშეზე ჩაბმით, ბურთიანი მოთამაშის მიღმა ან მის ზემოთ დაცვითი ფორმაციის შექმნის მეშვეობით
  4. დაეხმაროს პირველ მიმყოლ მოთამაშეს სივრცის მოგებაში და ბურთიანი მოთამაშის დაცვაში, სანამ მოწინააღმდეგე გუნდის მცველები მოვლენ
  5. დაეხმაროს პირველ მიმყოლ მოთამაშეს ბურთიანი მოთამაშის გარშემო დაცვითი საფრთხის გაწმენდაში.

ბრექიდაუნის თანმდევი პასუხისმგებლობები

  • თუ ბურთიანი მოთამაშე და მასზე ჩაბმული თანაგუნდელი დაცვასთან კონტაქტში არიან შესულები და ფეხზე მდგომები წინსვლას განაგრძობენ, მეორე მიმყოლ მოთამაშეს ასევე შეუძლია ჩაბმა წინსვლის ინერციის დამატების მიზნით. მათ უნდა იმუშაონ, რომ დარჩნენ ფეხზე და კონტროლში, ქმედებისას უნდა შეინარჩუნონ დაბალი, დინამიური მიწოლის სხეულის პოზიცია.
  • თუ პასის მიღება ან ბურთის მიწიდან აღება არ არის შესაძლებელი, მეორე მიმყოლი მოთამაშე ან უნდა ჩაებას პირველ მიმყოლ მოთამაშეს მოწინააღმდეგის დაცვის გაწმენდის მიზნით ან შექმნას ძლიერი დაცვითი წყობა ბურთიანი მოთამაშის ზემოდან, რაც უზრუნველყოფს შეტევის უწყვეტობას. თუ პირველი მიმყოლი მოთამაშე გაწმენდს მიწაზე მყოფ ბურთიან მოთამაშეს დაპირისპირებულ საფრთხეს, მაშინ მეორე მიმყოლი მოთამაშე აითვისებს პირველი მიმყოლი მოთამაშის პასუხისმგებლობებს.
  • სივრცის მოსაგებათ ან ბურთიანი მოთამაშის დასაცავად, მეორე მიმყოლი მოთამაშე უნდა:
    • შევიდეს შეტევითი ბრეიქდაუნის გვირაბში წარმოსახვითი სიმძლავრის ხაზის გავლით, და ეს კონტაქტური ქმედება აუცილებლად წესების დაცვით და „ხაზის გასწორებით“ მოახდინოს (იხილეთ ქვემოთ)
    • დაწიოს შესვლის (სხეულის) სიმაღლე და სიმძლავრის ხაზზე დარჩეს - შეინარჩუნოს ტანის დაბალი პოზიცია და კონტროლი
    • ჩაებას პირველ მიმყოლ მოთამაშეს, თუ მან არ გაწმინდა საფრთხე
    • საკუთარი სხეულის წონის მართვასთან ერთად, გასწორდეს ხაზზე, მზერით პირდაპირ, პოტენციური საფრთხეების (მაგ. კონტრ-რაქი) აღმოჩენის მიზნით მოახდინოს მოწინააღმდეგეების სკანირება.
    • დაეხმაროს პირველ მიმყოლ მოთამაშეს ძლიერი და დაბალი სხეულის პოზიციის შენარჩუნებაში, წესების დაცვით და მართული მეთოდის გამოყენებით. ჩამბა ხდება ორივე, ბურთიან და პირველ მიმყოლ მოთამაშეზე (შეტევითი ბრეიქდაუნის ფორმირებაში მონაწილე ყველა მოთამაშე ჩაბმული უნდა იყოს ერთმანეთთან). თუ პირველი მიმყოლი მოთამაშე გაიყვანს საფრთხეს, მაშინ ის აიღებს პირველი მიმყოლი მოთამაშის ადგილს ბრეიქდაუნის ყველაზე მოწინავე პოზიციაზე.
    • ყურადღება მიაქციეთ ბურთიანი მოთამაშის მიერ ბურთის პრეზენტაციას. თამაშგარის ხაზი გადის შეტევითი ბრეიქდაუნის მონაწილე ბოლო მოთამაშის უკანა ფეხზე.
    • როდესაც ბურთი დატოვებს შეტევითი ბრეიქდაუნის წყობას, იბრძოლოს გამოსასვლელად და მოემზადოს შემდეგი ფაზისათვის.
  • დაცვითი საფრთხის (საფრთხეების) გასაწმენდათ, მიმყოლი მოთამაშეები უნდა:
    • შევიდეს შეტევითი ბრეიქდაუნის გვირაბში წარმოსახვითი სიმძლავრის ხაზის გავლით, და ეს კონტაქტური ქმედება აუცილებლად წესების დაცვით და „ხაზის გასწორებით“ მოახდინოს (იხილეთ ქვემოთ)
    • დაწიოს შესვლის (სხეულის) სიმაღლე და სიმძლავრის ხაზზე დარჩეს - შეინარჩუნოს ტანის დაბალი პოზიცია და კონტროლი
    • კონტაქტში შევიდნენ დაცვით საფრთხესთან და გაწმინდონ წესების დაცვით (მაგ. მხრის ბრძოლა, მიწოლა ქვედა კუთხიდან ზევით, კუთხიდან წმენდა, დესტაბილიზაციის ტექნიკები, გადაწყვეტილების მიღება თავი მღლეტავის ქვეშ ან ზემოდან, ხელმისაწვდომი სივრციდან გამომდინარე)
    • იმუშაონ გამოსასვლელად და შემდეგი ფაზისათვის მოსამზადებლად