თამაშის პრინციპები

რაგბი შეჭრისა და არიდების თამაშია; ბურთის ფლობის მოპოვების შემდეგ მთავარი მიზანი ბურთის მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე წინ წაღება (ხელით ან ფეხის დარტყმით) და საბოლოოდ ქულების მოპოვებაა. მნიშვნელოვანია, ყველამ გაიაზროს თამაშის ფუნდამენტური პრინციპები და თუ რამდენად პასუხობს ჩვენი კომპეტენცია თამაშისთვის საჭირო უნარებს.

თამაშის პრინციპები

წესების დარღევა
წესების დარღვევა არის ყველაფერი, რასაც პიროვნება სათამაშო არეალში ჩაიდენს დაწერილი ან დაუწერელი წესების და თამაშის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ. ის მოიცავს:
  • ბლოკირება
  • არაკეთილსინდისიერი თამაში
  • განმეორებითი დარღვევები
  • სახიფათო თამაში
  • უდისციპლინობა
ჯარიმის ყველა ფორმა მყისიერად და მკაცრად უნდა იქნეს განსჯილი

გახსოვდეთ - ჩვენ ყველას გვაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა შევინარჩუნოთ რაგბის უნიკალური სულისკვეთება და ეთოსი და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საკუთარი თავის და სხვების კეთილდღეობას.

მომდევნო თავი გთავაზობთ მოთამაშეთათვის, მწვრთნელთათვის და თამაშის ოფიციალურ პირსათვის საუკეთესო პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, რომ მათ შეძლონ წარადგინონ, განავითარონ და შეასრულონ სარაგბო უნარები უსაფრთხოდ, ტრავმის რისკი მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

სამწვრთნელო მითითებები

  • გამოიყენეთ მოდიფიცირებული თამაშები მეტი თვითრწმენისათვის, განავითარეთ უსაფრთხო მეთოდით და განუვითარეთ მოთამაშეებს გადაწყვეტილების მიღების უნარი.
  • დააკვირდით და ანალიზის საშუალებით ხაზი გაუსვით კარგ სამწვრთნელო პრაქტიკას და ამოიცანით შეცდომები.
  • აწარმოეთ პოზიტიური და კონსტრუქციული უკუკავშირი მოთამაშეების განვითარების მიზნით

სამსაჯო მინიშნებები

  • დაიცავით მოთამაშეების მიერ გამოსაყენებლი სივრცე
  • დარწმუნდით, რომ თამაში უსაფრთხოდ და სასიამოვნოდ თამაშდება
  • გამოიყენეთ უპირატესობის წესი ყველგან, სადაც შესაძლებელია