მოთამაშის გრძელ ვადიანი განვითარება

მგვგ გრძელ ვადიანი მიდგომაა, რომლის მიზანიც რაგბიში ჩართულობისა და ინდივიდუალური პოტენციალის მაქსიმალური განვითარებაა. მგვგ მოდელები ხაზს უსვამენ ბავშვებთან და მოზარდებთან იმ წვრთნელების მუშაობის მნიშვნელობას, რომლებისაც ესმით ბაშვების და ახალგაზრდების ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური, მენტალური და ცხოვრების წესის საჭიროებების მნიშვნელობა სარაგბო მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე. მგვგ გვაძლევს პლატფორმას მწვრთნელთათვის, რათა მათ წაახალისონ და მხარი დაუჭირონ რაგბიში ყველა დონეზე ჩართულ მონაწილეებს, დაეხმარონ მათ სასურველი პოტენციალის მიღწევაში და გაახანგრძლივონ მათი სპორტში ჩართულობა.

მგვგ–ის ეტაპების ნიმუში

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოყვანილი მაგალითი იყენებს ქრონოლოგიურ ასაკს მგვგ -ს სხვადასხვა ეტაპის განსასაზღვრად. საუკეთესო პრაქტიკა ადრეული ეტაპებისათვის ბიოლოგიური ასაკის გამოყენებაა, რამდენადაც ზოგიერთი ახალგაზრდა მოთამაშე სხვებთან შედარებით ადრეულ ასაკში მწიფდება, ხოლო ზოგი პირიქით, მოგვიანებით.

ეტაპი: ხალისი

სახელმძღვანელო ასაკი: 6–12

მოთმაშე : თამაშობს

მწვრთნელი : უძღვება

შინაარსი: მოძრაობის სწავლა, საბაზო სარაგბო უნარები

ეტაპი: განვითარება

სახელმძღვანელო ასაკი: 12 –16

მოთამაშე : იკვლევს

მწვრთნელი : ასწავლის

შინაარსი: თამაშის შესწავლა

ეტაპი: მონაწილეობა

სახელმძღვანელო ასაკი: 15-18

მოთამაშე: ყურადღებას ამახვილებს

მწვრთნელი : გამოიწვევს

შინაარსი: თამაშის თამაში, მოთამაშის განვითარება

ეტაპი: მზადება

სახელმძღვანელო ასაკი: 17-21

მოთამაშე : სპეციალიზდება

მწვრთნელი : ხელს უწყობს

შინაარსი: სრული პოტენციალის მიღწევა

ეტაპი: შესრულება

სახელმძღვანელო ასაკი: 20 და ზემოთ

მოთამაშე : შემოაქვს ინოვაცია

მწვრთნელი : აღჭურვავს შესაძლებლობებით

შინაარსი: შესრულების მდგრადობა

ეპატი: რე-ინვესტირება

ასაკი: ნებისმიერი

შინაარსი: თამაშის მხარდაჭერა და მისგან სიამოვნების მიღება





References

მომდევნო წყაროები წარმოადგენენ ზოგიერთ მაგალითს მგვგ მოდელებში:

  1. Lloyd, R.S. and Oliver, J.L: The Youth Physical Development Model: a new approach to long term athletic development. Strength and Conditioning Journal 34: 37-43, 2012
  2. Balyi, I. and Hamilton, A.: Long Term Athlete Development: Trainability in Childhood and Adolescence. National Coaching Institute, Victoria, British Columbia and Advanced Training and Performance Ltd., 2004

მგგვ მოდელები ადგილობრივი სპეციფიკით უნდა შეიქმნას და განვითრდეს. ამის შესახებ შენს ადგილობრივ რაგბის კავშირს დაეკონტაქტე.