ფიზ.მომზადების შესავალი–მოზარდები(წინა საკურსო 1 დონე)

ეს კურსი ისეა შექმნილი რომ მწვრთნელებს პრაქტიკული უნარების საბაზო ცოდნა გაგება და საფუძველი მისცეს მოზარდი მორაგბე მოთამასეების ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებით.

ეს კურსი ბავშვების ფიზიკური მომზადების მოდულზე აშეენებს ცოდნა და აგრძელებს მოთამაშის განვითარების და ზრდის ჩვენებას და ხაზს უსვამს თუ რა გამოწვევებს წარმოადგენს ეს ფიზიკური შესაძლებლობების წვრთანსთან მიმართებაში. ეს მწვრთნელებს საშუალებას მისცემს რომ მოზარდი მორაგეებისათვის დაგეგმოს და ჩაატაროს შესაფერსი ფიზიკური მომზადების წვრთნა და შესაბამისად გაზარდოს მოთამაშის თამაშისა და შეჯიბრის უნარი მოზარდთა რაგბიში ამჟამად და მომავალში.

ამ კურსში შესულია 6 კითხვარი მრვალ ვარიანტიანი პასუხებით(კმვპ). ეს მვპკ შედგება 6 კითხვისაგან რომელიც კავშირშია იმ მასალასთან, რომელიც თითოეული მოდულშია განხილული. ყოველ მოდულს ბოლოში მვპკ აქვს დართული. ისინი განკუთვნილია იმისთვის, რომ მკითხველს დაეხმაროს მიღებული ცოდნის შეფასებაში. ყველა კითხვაზე პასუხის შემდეგ, მკითხველი მიიღებს უკუკავშირს განვლილი მოდულის შინაარსის ცოდნის შესახებ. 

წარმატეტები და ისიამოვნე გამოწვევებით.

კურსი 5 მოდულისაგან შედგება:

  • ათლეტის გრძელვადიანი განვითარება
  • ფუნქციონალური სკრინინგი
  • თამაშის მოთხოვნები, გახურება და აღდგენა
  • სიმძიმეებით/წინაღობების ვარჯიშისთვის მომზადება
  • სისწრაფე და სისხარტე

ამ კურსის მოდულების მიზანია რომ მწვრთნელს მისცეს ცონდა და პრაქტიკული უნარები იმისთვის რომ მან ისინი მოზარდი რაგბის მოთამაშეების გაწვრთნაში გამოიყენოს. მოთამაშის გრძელვადიანი განვითარების მოდელი დაშენებულია ბავშვის ფიზ.მომზადების მოდულებში მიღებული ცოდნაზე და გვაჩვენებს თუ საუკეთესოდ როგორ დავგეგმოთ და გავაგრძელოთ მოზარდი მოთამაშის განვითარება. ფუქნციონალური სკრინინგის მოდული ფოკუსირებს თავსზემოთ ჯოხით ბუქნის გამოყენებაზე როგორც მოძრაობის შეფასების იარაღზე. მომდევნო მოდული ყურადღებას ამახვილებს რაგბის თამაშის მოთხოვნებზე და იმაზე თუ მწვრთნელებმა მოთამაშეები როგორ უნდა ავარჯიშონ რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ეს მოდული ასევე ამახვილებს ყურადღებას ხალგაზდრდა მოთამშეების გახურებასა და აღდგენაზე. წინაღობებით ვარჯიშისათვის მომზადების მოდულში მწვრთნელი ანატომიური ადაპტაციის პროცესის შესახებ ისწავლის და ასევე იმას თუ როგორ დაგეგმოს და განახორციელოს წინაღოებებით ვარჯიში. ბოლო სისწრაფისა და სისხარტის მოდული დაფუძნებულია ბავშვის მომზადების მოდულზე და უფრო დაწვრილებით ეხება საწვრთნელ მოთოდებს თუ როგორ მოხდეს მოზარდი მოთამაშეების სტიმულირება მათი ზრდასთან და მომწიფებასთან ერთად.