ინდივიდუალური და მცირე ჯგუფებით ვარჯიში

ამჟამინდელი მონაცემებით სავარაუდოა, რომ PST ღონისძიებების შემცირება მოხდება ეტაპობრივად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და ტესტირების შესაძლებლობების შესაბამისად. შეზღუდვათა ადრეული შემსუბუქების ზომები, სავარაუდოდ, ფოკუსირდება არააუცილებელი ბიზნესებისა და სკოლების ხელახლა გახსნაზე. ამ ცვლილებებმა შეიძლება შესაძლებელი გახადოს ლიმიტირებული ჯგუფების შეხვედრა (მაგ. <10). ინფექციის გაზრდილი რისკის გამო,ყველა დარჩენილი PST ზომა მკაცრად უნდა იქნეს დაცული. ძალების აღსადგენი ვარჯიში, უნარებზე მუშაობა და არაკონტაქტური ვარჯიშების ზოგიერთი ელემენტი უსაფრთხოდ შეიძლება განხორციელდეს მცირე ჯგუფებში, არაკონტაქტურ გარემოში.

ყველა მოთამაშემ და პერსონალმა კვლავ ყურადღებით უნდა დაიცვას ზემოთ მოყვანილი „ჩართულობის 10 წესი“. ამ ზომების გამოყენება გულისხმობს, რომ კლუბის დაწესებულება/ობიექტზე დაბრუნებისას ყველა მოთამაშემ და პერსონალმა მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს ყოველდღიური რეჟიმი და სამუშაო პრაქტიკა. ყოველდღიური სკრინინგის, ჰიგიენის და სოციალური დისტანცირების ზომების დაცვაზე უნდა გაგრძელდეს მონიტორინგი (ონლაინ სიმპტომების სკრინინგის კითხვარის მაგალითი ნაჩვენებია დანართი 1-ში). PST ღონისძიებები დროის ნებისმიერ მონაკვეთში რამდენიმე გზით მოახდენს ზეგავლენას ქცევაზე გუნდურ გარემოში.

  • ფიზიკური აქტიურობის შემთხვევაში ინტერპერსონალური გადაცემის რისკი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს და რეკომენდებულია, რომ ადამიანებს შორის დისტანცია გაიზარდოს მინიმუმ 1,5 მეტრამდე, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს ვირუსის გადაცემის ალბათობა.
  • პირადი მისალმება და ფიზიკური სიახლოვე (ხელის ჩამორთმევა ან გადახვევა/ჩახუტება) ყოველთვის იყო სარაგბო საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. თუმცა, ამ ტიპის ქმედებები არ შეესაბამება აუცილებელ სოციალურ დისტანცირებას და აქტიურად უნდა იქნეს თავიდან აცილებული.
  • თუ ეს შესაძლებელია, ყველა მოთამაშემ და პერსონალმა უნდა ატაროს ნიღბები, რათა თავიდან აიცილონ ასიმპტომური ინფიცირებული მოთამაშეების მიერ დაავადების შესაძლო გავრცელება. სადაც ეს შეუძლებელია, ვარჯიში უნდა ჩატარდეს გარეთ, რომ შესაძლებელი იყოს ჰაერითა და წვეთებით გადაცემის შეზღუდვა. ქსოვილის ნიღბის მომზადების რჩევა შეგიძლიათ იხილოთ აქ.(4) როდესაც ვარჯიში უნდა ჩატარდეს დახურულ სივრცეში (მაგალითად, რეზისტენტული ვარჯიშის დროს), დაცული უნდა იქნეს სოციალური დისტანცირების ზომები.
  • გუნდები უნდა დაიყოს ჯგუფებად, რომლებიც ნებადართულია ადგილობრივი და სამთავრობო ჯანდაცვის დეპარტამენტების მიერ (მაგ. <10). ვარჯიში უნდა დაიგეგმოს ისე, რომ არ მოხდეს ჯგუფებს შორის გადაკვეთა.
  • სადაც შესაძლებელია, თითოეულ ჯგუფს უნდა დაენიშნოს სპეციალური მწვრთნელი, რომელიც მხოლოდ ამ ჯგუფს გაუწევს ზედამხედველობას და ფიზიკურ კონტაქტში არ შევა გუნდის დანარჩენ ნაწილთან. ეს შეზღუდავს პერსონალის ახლო კონტაქტს მოთამაშეებთან, რაც ამცირებს დადებით შემთხვევასთან პერსონალის შესაძლო ხელმისაწვდომობას.
  • მოთამაშეებმა თავი უნდა შეიკავონ სავარჯიშო ადგილებში შხაპის მიღებისა და ჭამისგან და ვარჯიშზე წასასვლელად და დასაბრუნებლად უნდა იმგზავრონ მარტოებმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი უკვე ერთ სახლში ცხოვრობენ.
  • შეხვედრები სამწვრთნელო პერსონალთან უნდა ჩატარდეს ციფრულად, გარეთ ან ისეთ დახურულ სივრცეში, რომელიც იძლევა 1 ადამიანის მოთავსების საშუალებას 4 მ2 ფართზე. სადაც შესაძლებელია, ყველა მოთამაშეს და პერსონალს უნდა ეკეთოს ნიღბები.
  • ინვენტარის გაზიარება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, როცა შესაძლებელია. როცა ამის აუცილებლობაა (მაგალითად, სავარჯიშო დარბაზში) აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს ჯგუფებს შორის.
  • პირადი ნივთები/აღჭურვილობა, როგორიცაა წყლის ბოთლები, გარკვევით უნდა დაინიშნოს და არ მოხდეს მათი გაზიარება.
  • არ გამოიყენოთ საერთო საკვები დანამატები.